პლატფორმის წესები და პირობები

 

წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს fishup.ge პლატფორმის გამოყენების წესებსა და პირობებს. პლატფორმაზე რეგისტრაციით და მისი გამოყენებით მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას.


1. ზოგადი ინფორმაცია

fishup.ge არის შპს FishUP-ის მიერ შექმნილი ნეიტრალური ონლაინ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს:

პლატფორმა არ წარმოადგენს არცერთ მხარეს და არ მონაწილეობს მათ შორის ფინანსურ ან კომერციულ ურთიერთობებში.


2. მომხმარებლის სტატუსები

პლატფორმაზე არსებობს სამი ტიპის მომხმარებელი:

  • გამყიდველი (ფერმერი)

  • მყიდველი

  • გადამზიდავი

თითოეულ მომხმარებელს აქვს საკუთარი ადმინისტრაციული პანელი და შესაბამისი უფლებები და ვალდებულებები.


3. რეგისტრაცია და გააქტიურება

3.1 რეგისტრაციისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური, ზუსტი და სრული ინფორმაცია.
3.2 რეგისტრაცია წარმოადგენს მხოლოდ განაცხადს.
3.3 პლატფორმა იტოვებს უფლებას:

  • შეამოწმოს მონაცემები;

  • მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია;

  • უარი თქვას რეგისტრაციის გააქტიურებაზე განმარტების გარეშე.


4. პლატფორმის როლი / კომუნიკაცია

fishup.ge:

  • არ არის საქონლის მფლობელი;

  • არ ახორციელებს გაყიდვას;

  • არ მონაწილეობს გადახდებში;

  • არ არის ტრანსპორტირების მხარე.

პლატფორმა უზრუნველყოფს მხოლოდ:

  • ონლაინ ინფრასტრუქტურას;

  • ინფორმაციის გაცვლის გარემოს;

  • ინსტრუქციებს პლატფორმის გამოყენებაზე.

  • FishUp არის პროცესზე დაფუძნებული B2B პლატფორმა.
    ყველა კომუნიკაცია, შეთანხმება და თანამშრომლობა ხორციელდება პლატფორმის მეშვეობით. ინდივიდუალური სატელეფონო ან პირადი კომუნიკაცია არ წარმოადგენს პლატფორმის მუშაობის ნაწილს.

5. ფინანსური ურთიერთობები

5.1 ყველა გადახდა ხორციელდება პირდაპირ მომხმარებლებს შორის.
5.2 პლატფორმა მომხმარებლების ანგარიშებში ინახავს შეკვეთების ისტორიას.
5.3 პლატფორმაზე შეუძლებელია ბარათით ონლაინ გადახდა.
5.4 ყველა ფინანსური ოპერაცია ხდება პლატფორმის გარეთ.
5.5 პლატფორმის გამოყენება დროებით უფასოა.


6. მიწოდება და ტრანსპორტირება

6.1 მიწოდების მეთოდის არჩევა არის გამყიდველის პასუხისმგებლობა.
6.2 გამყიდველის წინაშე ტრანსპორტირების პასუხისმგებლობა ეკისრება გადამზიდავს.
6.3 მყიდველის წინაშე ტრანსპორტირების პასუხისმგებლობა ეკისრება გამყიდველს.

6.3 პროდუქტის საბოლოო მიღებაზე პასუხისმგებელია მყიდველი.
6.4 პლატფორმა არ აგებს პასუხს პროდუქტის ხარისხზე, გადახდაზე, დაგვიანებაზე, დაზიანებაზე ან დაკარგვაზე.


7. პროდუქტის ხარისხი

7.1 პროდუქტის ხარისხზე სრულად პასუხისმგებელია გამყიდველი.
7.2 გამყიდველი ვალდებულია პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე დაიცვას შესაბამისი სტანდარტები პროდუქტის წარმოების, გაყიდვისთვის წინასწარი მომზადების და მიწოდების მეთოდების მხრივ. 
7.3 პლატფორმა არ ამოწმებს ფიზიკურად პროდუქტის ხარისხს.


8. შეფასებების სისტემა

8.1 მომხმარებლები ვალდებულნი არიან დატოვონ რეალური და ობიექტური შეფასებები.
8.2 აკრძალულია ყალბი შეფასებები, მანიპულაცია ან შეთანხმებული რეიტინგები.
8.3 პლატფორმა იტოვებს უფლებას წაშალოს არასანდო შეფასებები.


9. კონფიდენციალურობა

9.1 მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას პლატფორმაზე მიღებული ინფორმაცია.
9.2 აკრძალულია:

  • შეკვეთების მონაცემების გადაცემა მესამე პირებზე;

  • მონაცემების გამოყენება პლატფორმის მიზნების გარდა.


10. უსაფრთხოება

მომხმარებელი ვალდებულია:

  • დაიცვას საკუთარი პაროლი;

  • არ გააზიაროს ანგარიშის მონაცემები;

  • არ გამოიყენოს პლატფორმა უკანონო მიზნებისთვის.


11. აკრძალული ქმედებები

აკრძალულია:

  • ყალბი მონაცემების გამოყენება;

  • სხვა მომხმარებლის იმიტაცია;

  • პლატფორმის ტექნიკური დაზიანება;

  • წესების დარღვევა.

პლატფორმას აქვს უფლება:

  • დაბლოკოს ანგარიში;

  • წაშალოს კონტენტი;

  • შეწყვიტოს მომსახურება.


12. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

fishup.ge არ აგებს პასუხს:

  • ფინანსურ ზარალზე;

  • პროდუქტის ხარისხზე;

  • ტრანსპორტირების შედეგებზე;

  • მომხმარებლებს შორის დავებზე.

პლატფორმა მოქმედებს როგორც ტექნიკური შუამავალი.


13. მომსახურების პირობების შეცვლა

პლატფორმა იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს:

  • შეცვალოს წესები;

  • განაახლოს პირობები;

  • შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომსახურება.

ცვლილებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.


14. მოქმედების არეალი

პლატფორმა მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში
და განკუთვნილია მხოლოდ ბითუმი ვაჭრობისთვის.


15. მომსახურების საფასური

ამ ეტაპზე პლატფორმის გამოყენება სრულად უფასოა.
მომავალში შესაძლებელია ფასიანი მოდელის ამოქმედება.


16. დავები

ყველა დავა წყდება:

  • პირველ რიგში მოლაპარაკებით;

  • წინააღმდეგ შემთხვევაში — საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.


დასკვნითი პირობა

პლატფორმაზე რეგისტრაციით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

  • გაეცნო წესებს;

  • ესმის მათი შინაარსი;

  • ეთანხმება ყველა პირობას სრულად.