როგორ შევქმნა შეკვეთა და შევიძინო პროდუქტი?
FishUp-ზე პროდუქტის შეძენა ხდება ონლაინ შეკვეთის შექმნით. პროცესი მარტივია და რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება.
1. შედით თქვენს ანგარიშში
პროდუქტის ფასები ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტორიზებული მყიდველებისთვის.
შედით თქვენს ანგარიშში და გადადით პროდუქტების კატალოგში.
(აქ ჩასვი სკრინი: პროდუქტის კატალოგი ავტორიზაციის შემდეგ)
2. აირჩიეთ პროდუქტი
გახსენით სასურველი პროდუქტი და გადაამოწმეთ:
-
პროდუქტის აღწერა
-
ფასი
-
მინიმალური შეკვეთის რაოდენობა
-
წონა
(აქ ჩასვი სკრინი: პროდუქტის გვერდი)
3. მიუთითეთ რაოდენობა
შეიყვანეთ სასურველი რაოდენობა (გაითვალისწინეთ მინიმალური საბითუმო შეკვეთა) და დააჭირეთ შეკვეთის შექმნას.
4. შეამოწმეთ შეკვეთის დეტალები
შეკვეთის შექმნისთანავე სისტემა ავტომატურად აჩვენებს:
-
შეკვეთის ნომერს
-
პროდუქტის დასახელებას და რაოდენობას
-
პროდუქტის ფასს
-
მიწოდების ღირებულებას
-
საერთო თანხას
-
მიწოდების მისამართს
ასევე გენერირდება PDF ინვოისი, რომელიც შეიცავს გამყიდველის საბანკო რეკვიზიტებს.
(აქ ჩასვი სკრინი: შეკვეთის დეტალები + PDF ინვოისი)
5. ანგარიშსწორება
გადახდა ხდება პირდაპირ გამყიდველთან, ინვოისში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით.
შესაძლებელია:
-
საბანკო გადარიცხვა
-
ნაღდი ანგარიშსწორება (მხარეების შეთანხმებით)
FishUp არ მონაწილეობს გადახდის პროცესში.
6. კომუნიკაცია და მიწოდება
პროდუქტის შეძენის შემდეგ:
-
დაუკავშირდით გამყიდველს მიწოდების დეტალების დასაზუსტებლად
-
შეთანხმდით მიწოდების ვადაზე
-
დაადასტურეთ პროდუქტის მიღება
მნიშვნელოვანი
-
პროდუქტის ხარისხზე პასუხისმგებელია გამყიდველი
-
მიწოდება შესაძლებელია გამყიდველის მიერ ან გადამზიდავის საშუალებით
-
ყველა ფინანსური შეთანხმება რეგულირდება უშუალოდ მხარეებს შორის