როგორ მუშაობს პლატფორმა?
FishUp არის სპეციალიზებული ციფრული ბაზარი, რომელიც ერთ სივრცეში აკავშირებს თევზის მწარმოებლებს, ბითუმ მყიდველებს და გადამზიდავებს. პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ გაამარტივოს საბითუმო ვაჭრობა და რეალური ბიზნესები დააკავშიროს ერთმანეთთან პირდაპირ.
გამყიდველისთვის FishUp არის საკუთარი ციფრული მაღაზია, სადაც შეუძლია განათავსოს პროდუქცია, მართოს ფასები და მიიღოს შეკვეთები მთელი საქართველოს მასშტაბით.
მყიდველისთვის ეს არის სანდო წყარო, სადაც ხედავს რეალურ მწარმოებლებს, იღებს ოფიციალურ ინვოისს და ყიდულობს ბითუმად გამჭვირვალე პირობებით.
გადამზიდავისთვის პლატფორმა წარმოადგენს შეკვეთების მუდმივ წყაროს, სადაც თავად ირჩევს რომელ გადაზიდვაზე იმუშაოს.
ყველა მომხმარებელი გადის ადმინისტრაციულ შემოწმებას, რაც უზრუნველყოფს, რომ პლატფორმაზე იყვნენ მხოლოდ რეალური და სანდო მონაწილეები. ფასები ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტორიზებული მყიდველებისთვის, რაც იცავს კომერციულ ინტერესებს.
FishUp არ ერევა გადახდებში და არ წარმოადგენს არცერთ მხარეს — იგი უზრუნველყოფს მხოლოდ პროცესების ორგანიზებას, კომუნიკაციას და ტექნიკურ ინფრასტრუქტურას. შეკვეთები, ინვოისები და შეფასების სისტემა ქმნის გამჭვირვალე გარემოს, სადაც მთავარი კონკურენცია არის ხარისხი და სანდოობა.
ამ ეტაპზე პლატფორმის გამოყენება სრულიად უფასოა და მიზნად ისახავს თევზის ბაზრის ციფრულ განვითარებას საქართველოში.
FishUp.ge არის ნეიტრალური ონლაინ პლატფორმა, რომელიც არ წარმოადგენს არცერთ მხარეს და არ მონაწილეობს ვაჭრობის პროცესში —
ის უზრუნველყოფს მხოლოდ უსაფრთხო ციფრულ სივრცეს კომუნიკაციისთვის და ბიზნესის გამარტივებისთვის. ვაჭრობა ხდება მხოლოდ საქართველოს ფარგლებში.
უფრო დეტალურად:
პლატფორმის მომხმარებლები
პლატფორმაზე მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ.
არსებობს სამი ტიპის მომხმარებელი:
გამყიდველები – ფერმერები და მწარმოებლები, რომლებიც ვაჭრობენ საკუთარი პროდუქციით.
მყიდველები – მაღაზიები, ბაზრის მოვაჭრეები, საწყობები და სხვა ბიზნესები.
გადამზიდავები – სატრანსპორტო კომპანიები შესაბამისი ტექნიკითა და გამოცდილებით.
რეგისტრაცია და გააქტიურება
რეგისტრაცია არ ნიშნავს ავტომატურად აქტიურ მომხმარებლად გახდომას.
ყველა განაცხადს ამოწმებს პლატფორმის ადმინისტრაცია.
საჭიროების შემთხვევაში ხდება დამატებითი კომუნიკაცია რეგისტრანტთან,
და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ანგარიშის გააქტიურება.
ეს სისტემა უზრუნველყოფს, რომ პლატფორმაზე იყვნენ მხოლოდ რეალური და სანდო ბიზნესები.
ფასების ხილვადობა
პროდუქტების ფასები ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტორიზებული მყიდველებისთვის.
ფასები არ ჩანს საჯაროდ და არ არის ხელმისაწვდომი სტუმრებისთვის.
როგორ ხდება ვაჭრობა?
1. გამყიდველი
გამყიდველს აქვს საკუთარი პროფილი და შეუძლია:
-
განათავსოს პროდუქტი
-
მიუთითოს ფასი
-
დააყენოს მიწოდების ტარიფები რეგიონებისა და წონის მიხედვით
პრაქტიკულად, გამყიდველი მართავს საკუთარ ციფრულ მაღაზიას.
2. მყიდველი
მყიდველი ქმნის შეკვეთას არჩეულ პროდუქტზე.
შეკვეთის შექმნისთანავე ავტომატურად გენერირდება ინვოისი PDF ფორმატში, რომელიც შეიცავს:
-
შეკვეთის ნომერს
-
პროდუქტის დასახელებას და რაოდენობას
-
პროდუქტის ფასს და მიწოდების ღირებულებას
-
გამყიდველის საბანკო რეკვიზიტებს
-
ორივე მხარის საკონტაქტო ინფორმაციას
შეკვეთა ერთდროულად ჩანს როგორც მყიდველისთვის, ასევე გამყიდველისთვის.
გადახდა
მყიდველი თანხას უხდის პირდაპირ გამყიდველს.
FishUp არ მონაწილეობს გადახდის პროცესში.
გადახდა ხდება:
-
საბანკო გადარიცხვით
-
ან ნაღდი ანგარიშსწორებით, მხარეების შეთანხმებით
პლატფორმაზე არ არსებობს ონლაინ ბარათით გადახდა.
3. გადამზიდავი
გადამზიდავებს აქვთ წვდომა აქტიურ შეკვეთებზე, რომლებიც აღნიშნულია სტატუსით „თავისუფალი“.
გადაზიდვის სურვილის შემთხვევაში:
-
გადამზიდავი ირჩევს შეკვეთას
-
გამყიდველის დადასტურების შემდეგ იწყებს შესრულებას
-
იღებს შეკვეთის სრულ დეტალებს
შეკვეთის დასრულება და შეფასება
შეკვეთის დასრულების შემდეგ გამყიდველი ანიჭებს სტატუსს „დასრულებული“.
მომსახურების საბოლოო ეტაპად ითვლება მყიდველის მიერ პროდუქტის მიღება.
მყიდველს აქვს უფლება შეაფასოს გამყიდველი (review სისტემა):
-
პროდუქტის ხარისხით და მომსახურებით
ეს შეფასებები ქმნის რეიტინგს და ეხმარება ბაზარზე სანდოობის ჩამოყალიბებას.
პლატფორმის როლი
FishUp უზრუნველყოფს:
-
სისტემის ტექნიკურ მუშაობას
-
წესებისა და პირობების დაცვას
-
მომხმარებელთა ადმინისტრირებას
პლატფორმა ამ ეტაპზე სრულიად უფასოა,
თუმცა მომავალში შესაძლოა დაემატოს მომსახურების საფასური სხვადასხვა მოდელით.