როგორ მივიღო შეკვეთა და შევარჩიო გადამზიდავი?

FishUp-ზე შეკვეთის მიღება და მიწოდების ორგანიზება ხდება თქვენი სამუშაო დაფიდან (Dashboard).


1. მიიღეთ შეკვეთის შეტყობინება

როდესაც მყიდველი გააკეთებს შეკვეთას:

  • მიიღებთ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე

  • შეკვეთა გამოჩნდება თქვენს Dashboard → Orders განყოფილებაში

(აქ ჩასვი სკრინი: Orders მენიუ)


2. გახსენით შეკვეთის დეტალები

დააჭირეთ შეკვეთის ნომერს და გადაამოწმეთ:

  • პროდუქტის დასახელება

  • რაოდენობა

  • მიწოდების მისამართი

  • მიწოდების ღირებულება

  • PDF ინვოისი

(აქ ჩასვი სკრინი: შეკვეთის დეტალები)

საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით მყიდველს დეტალების დასაზუსტებლად.


3. მიწოდების მეთოდის არჩევა

თქვენ გაქვთ ორი შესაძლებლობა:

▪ თავად განახორციელოთ მიწოდება

თუ გაქვთ შესაბამისი რესურსი და ტრანსპორტი, შეგიძლიათ პროდუქტი მიაწოდოთ უშუალოდ მყიდველს.

▪ აირჩიოთ პლატფორმაზე რეგისტრირებული გადამზიდავი

გადამზიდავები ხედავენ „თავისუფალ“ შეკვეთებს და შეუძლიათ გამოთქვან სურვილი მისი შესრულების შესახებ.
თქვენ ადასტურებთ არჩეულ გადამზიდავს და შეთანხმდებით მიწოდების პირობებზე.

(აქ ჩასვი სკრინი: შეკვეთის სტატუსი / გადამზიდავის არჩევის ადგილი)


4. შეკვეთის შესრულება

  • მოამზადეთ პროდუქტი შესაბამისი სტანდარტით

  • შეთანხმდით მიწოდების დროსა და პირობებზე

  • მიწოდების დასრულების შემდეგ დაადასტურეთ შეკვეთის სტატუსი

შეკვეთა ითვლება დასრულებულად მას შემდეგ, რაც მყიდველი მიიღებს პროდუქტს.


მნიშვნელოვანი

  • პროდუქტის ხარისხზე პასუხისმგებელია გამყიდველი

  • ტრანსპორტირების პროცესზე პასუხისმგებელია გადამზიდავი (მისი არჩევის შემთხვევაში)

  • ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება პლატფორმის გარეთ