დახმარება მყიდველებს

 

 

ვინ არის მყიდველი fishup.ge-ზე?

მყიდველი არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც პლატფორმაზე
იძენს თევზსა და თევზის პროდუქტებს ბითუმად.

მყიდველები შეიძლება იყვნენ:

  • მაღაზიები
  • ღია ბაზრის მოვაჭრეები
  • საწყობები
  • რესტორნები და კვების ობიექტები
  • ბითუმად მყიდველი ფიზიკური პირები

fishup.ge მყიდველს აძლევს წვდომას რეალურ მწარმოებლებზე და მათ პროდუქტებზე ერთ ციფრულ სივრცეში.

როგორ ხდება რეგისტრაცია და გააქტიურება?

მყიდველის სტატუსის მისაღებად საჭიროა:

  • რეგისტრაციისას მიუთითოთ რეალური და ზუსტი მონაცემები
  • გაეცნოთ პლატფორმის წესებსა და ინსტრუქციებს
  • დაელოდოთ ადმინისტრაციის მხრიდან განაცხადის დადასტურებას

⚠️ რეგისტრაცია არ ნიშნავს ავტომატურ გააქტიურებას —
ანგარიში აქტიურდება მხოლოდ შემოწმების შემდეგ.

რას იღებს მყიდველი პლატფორმაზე?

მყიდველი იღებს:

  • პროდუქციის კატალოგზე წვდომას
  • რეალურ საბითუმო ფასებს
  • შეკვეთების ისტორიას
  • ავტომატურად გენერირებულ ინვოისებს
  • კომუნიკაციის საშუალებას გამყიდველებთან
  • შეფასების სისტემას

📌 პროდუქტების ფასები ჩანს მხოლოდ ავტორიზაციის შემდეგ.

როგორ ხდება პროდუქტის შეძენა?

  1. პროდუქტის შერჩევა

მყიდველი ირჩევს პროდუქტს და უთითებს:

  • რაოდენობას
  • მიწოდების მისამართს
  1. შეკვეთის შექმნა

პლატფორმაზე ავტომატურად იქმნება შეკვეთა, რომელიც მოიცავს:

  • შეკვეთის ნომერს
  • პროდუქტის დასახელებას
  • რაოდენობას
  • პროდუქტის ფასს
  • მიწოდების ფასს
  • მყიდველის მისამართს
  • PDF ინვოისს გამყიდველის საბანკო რეკვიზიტებით
  1. გადახდა

მყიდველი ხდის პირდაპირ გამყიდველს გამყიდველის მიერ მითითებული რეკვიზიტებით.

პლატფორმაზე ონლაინ გადახდა არ არის ხელმისაწვდომი.

კომუნიკაცია და მიწოდება

პროდუქტის შეძენის შემდეგ შეკვეთის ფარგლებში მყიდველს მიეწოდება გამყიდველზე სრული ინფორმაცია და შეუძლია:

  • უშუალოდ დაუკავშირდეს გამყიდველს
  • შეთანხმდეს პროდუქტის სპეციფიკაზე
  • განიხილოს მიწოდების მეთოდი და ვადები
  • დაადასტუროს მიღება

📌 საბოლოო პასუხისმგებლობა პროდუქტის მიღებაზე ეკისრება მყიდველს.

შეფასების სისტემა

მყიდველს აქვს უფლება ბოლოს შეაფასოს გამყიდველი პროდუქტის ხარისხისა და სრული მომსახურების ჩათვლით პროდუქტის მიღებამდე (review სისტემა).

შეფასებები უნდა იყოს რეალური და ობიექტური,
რადგან ისინი გავლენას ახდენენ გამყიდველის რეპუტაციაზე.

უსაფრთხოება და წესები

მყიდველი ვალდებულია:

  • დაიცვას პლატფორმის წესები
  • გამოიყენოს მხოლოდ ოფიციალური ინვოისი
  • უსაფრთხოდ შეინახოს საკუთარი პაროლი
  • არ გააზიაროს ანგარიშის მონაცემები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • ფასები ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტორიზაციის შემდეგ
  • პლატფორმა არის მხოლოდ ბითუმი ვაჭრობისთვის
  • მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში
  • პლატფორმა არ მონაწილეობს გადახდებში
  • მიმდინარე პერიოდში პლატფორმის გამოყენება სრულად უფასოა