ჩვენს შესახებ
fishup.ge არის შპს FishUP-ის მიერ შექმნილი სპეციალიზებული ციფრული მარკეტპლეისი, რომელიც საქართველოში აერთიანებს მტკნარი წყლის თევზის ფერმერებს, ბითუმ მყიდველებს და სპეციალიზებულ გადამზიდავებს.
პლატფორმა ფუნქციონირებს როგორც ნეიტრალური ონლაინ სივრცე და არ წარმოადგენს არც ფერმერს, არც მყიდველს და არც გადამზიდავს. მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს თევზის ბაზრის განვითარებას, პროცესების გამარტივებას და მონაწილეებს შორის გამჭვირვალე კომუნიკაციას.
fishup.ge ეხმარება ბაზრის მონაწილეებს:
-
ბაზარზე გამჭვირვალობის გაზრდაში
-
ხარისხზე დაფუძნებული კონკურენციის ჩამოყალიბებაში (review სისტემა)
-
ლოგისტიკის ორგანიზებაში
პლატფორმა ამ ეტაპზე მუშაობს უფასო რეჟიმში, რაც ხელს უწყობს ბაზრის სწრაფ განვითარებას და ციფრული ვაჭრობის კულტურის ჩამოყალიბებას საქართველოში.