როგორ მივიღო შეკვეთა და შევარჩიო გადამზიდავი?
FishUp-ზე შეკვეთის მიღება და მიწოდების ორგანიზება ხდება თქვენი სამუშაო დაფიდან (Dashboard).
1. მიიღეთ შეკვეთის შეტყობინება
როდესაც მყიდველი გააკეთებს შეკვეთას:
-
მიიღებთ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე
-
შეკვეთა გამოჩნდება თქვენს Dashboard → Orders განყოფილებაში
(აქ ჩასვი სკრინი: Orders მენიუ)
2. გახსენით შეკვეთის დეტალები
დააჭირეთ შეკვეთის ნომერს და გადაამოწმეთ:
-
პროდუქტის დასახელება
-
რაოდენობა
-
მიწოდების მისამართი
-
მიწოდების ღირებულება
-
PDF ინვოისი
(აქ ჩასვი სკრინი: შეკვეთის დეტალები)
საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით მყიდველს დეტალების დასაზუსტებლად.
3. მიწოდების მეთოდის არჩევა
თქვენ გაქვთ ორი შესაძლებლობა:
▪ თავად განახორციელოთ მიწოდება
თუ გაქვთ შესაბამისი რესურსი და ტრანსპორტი, შეგიძლიათ პროდუქტი მიაწოდოთ უშუალოდ მყიდველს.
▪ აირჩიოთ პლატფორმაზე რეგისტრირებული გადამზიდავი
გადამზიდავები ხედავენ „თავისუფალ“ შეკვეთებს და შეუძლიათ გამოთქვან სურვილი მისი შესრულების შესახებ.
თქვენ ადასტურებთ არჩეულ გადამზიდავს და შეთანხმდებით მიწოდების პირობებზე.
(აქ ჩასვი სკრინი: შეკვეთის სტატუსი / გადამზიდავის არჩევის ადგილი)
4. შეკვეთის შესრულება
-
მოამზადეთ პროდუქტი შესაბამისი სტანდარტით
-
შეთანხმდით მიწოდების დროსა და პირობებზე
-
მიწოდების დასრულების შემდეგ დაადასტურეთ შეკვეთის სტატუსი
შეკვეთა ითვლება დასრულებულად მას შემდეგ, რაც მყიდველი მიიღებს პროდუქტს.
მნიშვნელოვანი
-
პროდუქტის ხარისხზე პასუხისმგებელია გამყიდველი
-
ტრანსპორტირების პროცესზე პასუხისმგებელია გადამზიდავი (მისი არჩევის შემთხვევაში)
-
ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება პლატფორმის გარეთ