დახმარება გამყიველებისთვის
(ფერმერისთვის)

 

ვინ არის გამყიდველი fishup.ge-ზე?

გამყიდველი არის ფერმერი ან მწარმოებელი, რომელიც პლატფორმაზე ვაჭრობს
საკუთარი წარმოების თევზით ან თევზის პროდუქტებით ბითუმად.

fishup.ge გამყიდველს სთავაზობს პირად ციფრულ სივრცეს, რომელიც ფუნქციონირებს როგორც
მისი პატარა ონლაინ მაღაზია, სადაც ის დამოუკიდებლად მართავს პროდუქტებს, ფასებს და მიწოდების პირობებს.


როგორ ხდება რეგისტრაცია და გააქტიურება?

გამყიდველის სტატუსის მისაღებად საჭიროა:

  • რეგისტრაციისას მიუთითოთ რეალური და ზუსტი მონაცემები

  • გაეცნოთ პლატფორმის წესებსა და ინსტრუქციებს

  • დაელოდოთ ადმინისტრაციის მხრიდან მონაცემების გადამოწმებას

⚠️ რეგისტრაცია არის მხოლოდ განაცხადი
ანგარიში აქტიურდება მხოლოდ პლატფორმის დადასტურების შემდეგ.


რას იღებს გამყიდველი პლატფორმაზე?

გამყიდველი იღებს:

  • საკუთარ ადმინისტრაციულ პანელს

  • პროდუქციის გამოქვეყნების შესაძლებლობას

  • ფასების და მიწოდების პირობების მართვას

  • შეკვეთების სრულ კონტროლს

  • ავტომატურად გენერირებულ ინვოისებს

  • წვდომას რეალურ ბითუმ მყიდველებზე მთელი საქართველოს მასშტაბით


როგორ მუშაობს პროცესი გამყიდველისთვის?

1. პროდუქტის განთავსება

გამყიდველი აქვეყნებს პროდუქტს და უთითებს:

  • დასახელებას

  • რაოდენობას

  • ფასს

  • მიწოდების ღირებულებას რეგიონების მიხედვით

2. შეკვეთის მიღება

მყიდველი ქმნის შეკვეთას, რომლის დეტალებს ხედავთ თქვენს პანელში:

  • შეკვეთის ნომერი

  • პროდუქტის რაოდენობა და ფასი

  • მიწოდების ღირებულება

  • მყიდველის საკონტაქტო ინფორმაცია

  • PDF ინვოისი თქვენი საბანკო რეკვიზიტებით

3. გადახდა

მყიდველი უხდის პირდაპირ გამყიდველს.
პლატფორმა არ მონაწილეობს ფინანსურ პროცესში.

შესაძლებელია:

  • საბანკო გადარიცხვა

  • ნაღდი ანგარიშსწორება (შეთანხმების მიხედვით)


როგორ ხდება მიწოდება?

გამყიდველს აქვს სამი არჩევანი:

  1. თავად მიაწოდოს პროდუქტი

  2. გამოიყენოს პლატფორმაზე რეგისტრირებული გადამზიდავი

  3. აირჩიოს გადამზიდავი პლატფორმის გარეთ

📌 მიწოდების მეთოდის არჩევა არის გამყიდველის პასუხისმგებლობა.


პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

გამყიდველი პასუხისმგებელია:

  • პროდუქტის ხარისხზე

  • გადაზიდვამდე პროდუქტის წინასწარ სწორ მომზადებაზე, არსებულ სტანდარტებით პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე

  • პროცესში აქტიურ მონაწილეობაზე მანამ, სანამ პროდუქტი არ მიეწოდება მყიდველს

  • მყიდველისთვის საბოლოო შედეგზე პასუხისმგებელია მხოლოდ გამყიდველი.


შეფასების სისტემა

შეკვეთის დასრულების შემდეგ მყიდველს აქვს უფლება შეაფასოს გამყიდველი სრული მომსახურების მხრივ:

  • შეაფასოს პროდუქტის ხარისხი ადილზე მიწოდების ცათვლით

ეს შეფასებები ქმნის გამყიდველის რეპუტაციას პლატფორმაზე და პირდაპირ მოქმედებს მის მომავალ გაყიდვებზე.


მნიშვნელოვანი წესები

  • ფერმერები ვერ ხედავენ ერთმანეთის პროდუქტებს და ფასებს

  • ფასებს ხედავენ მხოლოდ ავტორიზებული მყიდველები

  • პლატფორმა არის ბითუმი ვაჭრობისთვის

  • მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში


პლატფორმის როლი

fishup.ge:

  • არ წარმოადგენს არც მყიდველს და არც გამყიდველს

  • არ ერევა გადახდებში

  • უზრუნველყოფს მხოლოდ ტექნიკურ გარემოს და წესრიგს

მიმდინარე პერიოდში პლატფორმის გამოყენება სრულად უფასოა.